უცნობი ნიღბიანი პირი ბათუმში ახალგაზრდებს დანით დაესხა თავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, დამნაშავე ახალგაზრდებს იცნობდა

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უცნობი ნიღბიანი პირი გუშინ საღამოს ბათუმში ოთხ ახალგაზრდას დანით დაესხა თავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ დამნაშავე იცნობდა ახალგაზრდებს, რადგან შემთხვევამდე ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"თავდასხმის შედეგად ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიიღო, ამჟამად ის ექიმების დაკვირვების ქვეშ საავადმყოფოში იმყოფება. საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობისთვის განზრახ ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენების მუხლით.

 

ყველა ახალი ამბავი
0