თბილისის სასტუმროს აივნიდან გადმოვარდნილი რუსი ტურისტი კომაშია

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტს, სავარაუდოდ, თვენახევრის გატარება მოუწევს თბილისის კლინიკაში და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ ოჯახს მისი ტრანსპორტირების უფლებას,

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თბილისელი ექიმები 32 წლის, ეკატერინბურგელი სერგეი კოვალიოვის გადასარჩენად იბრძვიან, რომელიც მძიმედ დაშავდა სასტუმროს მეექვსე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად, განუცხადა Sputnik-საქართველოს Tbilisi Sea Hospital-ის გენერალური დირექტორის თანაშემწე თაკო საღრიშვილმა.

112 - Sputnik საქართველო
რუსთავში სამი წლის გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

მედიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს ღამით, როდესაც კოვალიოვი თბილისის ძველ უბანში მდებარე სასტუმროს მეექვსე სართულის აივანზე იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აივნიდან გადმოვარდა.

„სერგეი კოვალიოვი ჩვენს საავადმყოფოში 9 აგვისტოს უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. დაზიანებული აქვს კუჭი, ნაღვლის ბუშტი, აღენიშნება ხერხემლის, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სხვა სერიოზული პრობლემები. რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა. ახლა [კოვალიოვი] კომატოზურ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის მდგომარეობის გაუარესება“, — აღნიშნა საღრიშვილმა.

კოვალიოვის ოჯახის წევრების თქმით, ის საქართველოში სამედიცინო დაზღვევის გარეშე გამოემგზავრა და შესაბამისად, მათ დღე-ღამეში დაახლოებით 400 დოლარის გადახდა უწევთ საავადმყოფოსთვის. პაციენტს, სავარაუდოდ, თვენახევრის გატარება მოუწევს თბილისის კლინიკაში და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ ოჯახს მისი ტრანსპორტირების უფლებას, რომელიც სამკურნალო თანხებს ინტერნეტის მეშვეობით აგროვებს.

ყველა ახალი ამბავი
0