პარიზის გარეუბანში საქართველოს ელჩი გაძარცვეს

© МИД Грузииეკატერინე სირაძე–დელონე
ეკატერინე სირაძე–დელონე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე–დელონე ძარცვის დროს არ დაშავებულა.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე–დელონე მძარცველების მსხვერპლი გახდა – პარიზის გარეუბანში მას ჩანთა მოსტაცეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Parisien–ზე დაყრდნობით.

ძარცვა პარიზიდან ჩრდილოეთით, სენ–დენის კომუნაში პარასკევ საღამოს მოხდა. ორმა უცნობმა სკუტერები ქართველი ელჩის ავტომობილთან გააჩერა. მათ ჩაამსხვრიეს მინა, გაიტაცეს ჩანთა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.

ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი არ დაშავებულა. გატაცებული ჩანთა რამდენიმე საათის შემდეგ მეზობელ კომუნაში, პიერფიტ–სიურ–სენაში იპოვეს.

ეკატერინე სირაძე–დელონე საფრანგეთში საქართველოს ელჩი 2013 წლიდან არის. ის ასევე მუდმივი წარმომადგენელია იუნესკოში.

ყველა ახალი ამბავი
0