07:27 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კვადროციკლები

ბორჯომში სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ტურისტი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

ტურისტი ქალი კვადროციკლით სეირნობდა, რომელიც გადაბრუნდა. ამას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბორჯომში დღეს სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის გამოც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, ტურისტი ქალი და კიდევ რამდენიმე ადამიანი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც ის გადაბრუნდა. დაშავებულთა შორისაა ბავშვი, რომელიც კლინიკაში მოათავსეს.

ტელეარხის ცნობით, დაღუპული ქალი და დაშავებულები არიან ტურისტები ერთ–ერთი არაბული ქვეყნიდან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

მთავარი თემები