09:41 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

თბილისში ავტოავარიისას დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
417 0 0

ავტოავარიისას კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინიც სამხედრო მომსახურეები არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტოავარიის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ავტოავარია დღეს თბილისის აეროპორტის გზაზე მოხდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.

უწყების ინფორმაციით, დათხოვნაში მყოფი სამხედროები არასამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურის, რიგითი შ.ლ.-სა და კაპრალ ი.ბ.-ს დაღუპვის გამო", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ავტოავარიისას კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინიც სამხედრო მომსახურეები არიან. ამჟამად ოთხივე საავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია". დანაშაული ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების უფლების 3 წლით ჩამორთმევით.

 

მთავარი თემები