07:37 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

თბილისში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
149 0 0

ავტოავარია თბილისის აეროპორტის გზაზე მოხდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ავტოავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი – დაშავდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

"ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ხეს შეეჯახა – სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია". დანაშაული ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების უფლების 3 წლით ჩამორთმევით.

 

მთავარი თემები