ბარათაშვილის ხიდთან სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

გამოწერა
შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი ავტობუსის მგზავრია. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი 12 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეარხი "იმედი".  

დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
მძღოლი, რომელმაც ავარიაში დედა-შვილი იმსხვერპლა, დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, N 23 ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის,  ერთ-ერთი ავტობუსის მგზავრია. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0