შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა - ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისში, ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს  ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ჰეროინი - Sputnik საქართველო
თბილისში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

გავრცელებული ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ.  ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.  სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.  შს სამინისტრომ გაასაჯაროვა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნაჩვენებია ბრალდებული თუ როგორ გადასცემს პირს დაფასოებულ შეკვრას.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

 

 

ყველა ახალი ამბავი
0