02:20 17 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8660
  • 100 RUB3.9322
  • USD2.4479
Hennessy

არა კონტრაბანდას: საქართველოში უაქციზო ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს

© AP Photo / Donald Traill/Invision for Hennessy
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

ბრალდებული კონიაკი Hennessy X.O.-სა და არაყი Beluga-ს რეალიზაციას ახდენდა, კონტრაბანდული პროდუქციის საერთო ღირებულება 8,7 ათას ლარს აჭარბებს.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელების გადატანა-რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული თბილისში კონიაკი Hennessy X.O-სა და არაყი Beluga-ს რეალიზაციას ახდენდა. ამოღებული კონტრაბანდული პროდუქციის საერთო ღირებულება 8,7 ათას ლარს აჭარბებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

აღნიშნული ფაქტი წლის დასაწყისიდან საქართველოში კონტრაბანდული ალკოჰოლური სასმელების ამოღების მეშვიდე შემთხვევაა.

იანვრის თვეში სამართალდამცველებმა ქართული კონიაკის David-ის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ერთი თვის შემდეგ კი შესაბამისმა ორგანოებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელიც საკუთარ მაღაზიაში არყების Beluga-ს, Nemiroff-ისა და Finlandia-ს რეალიზაციას ახდენდა.

გასულ კვირას სამართალდამცველებმა ამოიღეს 149 ბოთლი კონიაკი Hennessy X.O და ვისკი Jack Daniel's.

მთავარი თემები