საქართველოში ორი თურქი დააკავეს, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის ორი მოქალაქე საქართველოში საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შემოვიდა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ "კარწახის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან (საქართველო-თურქეთის საზღვარი) ახლოს თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა ქვეყანაში უკანონო შემოსვლის ბრალდებით, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნების მოქალაქეები არღვევენ უმეტესად სავიზო რეჟიმს საქართველოში

სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ცდილობდნენ 297-ჯერ, აქედან 215 შემთხვევაში ეს საქართველოს მოქალაქეები იყვნენ; მეორე ადგილზე არიან რუსეთის (40), ხოლო მესამეზე — თურქეთის (10) მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0