საქართველოს მთებში ავტომობილს, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, ლოდი დაეცა

© courtesy of Tusheti Municipalityთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილში, რომელსაც მთებში კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა, ოთხი ტურისტი იმყოფებოდა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მთიდან მოწყვეტილი ლოდი "ტოიოტას" მარკის ავტომობილს დაეცა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტურისტები, სავარაუდოდ, რუსები არიან. ისინი თუშეთიდან სოფელ ფშაველში მიემართებოდნენ. ტურისტები არ დაშავებულან.

ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქვეყანაში შემომსვლელთა რიგები დგას

"ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ზამთარში დაახლოებით 800 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდოვანი მასა მოწყდა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დაახლოებით 8 მეტრის სიღრმის ხელოვნური ტბა წარმოქმნა. ამ პრობლემის გამო წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა. მანქანას ლოდი კაპოტზე დაეცა. საბედნიეროდ, ოთხივე მგზავრი უვნებლად გადარჩა", – განაცხადა ახმეტის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ, იუწყება „პირველი არხი“.

ამჟამად გზა თავისუფალია და ტურისტებს გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლიათ.

საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებისთვის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ივლისში საქართველოს რუსეთის 219 ათასამდე მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებზე 60,4%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0