06:23 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
სასწრაფო დახმარების მანქანა

ჩაქვის გვირაბთან მომხდარ ავტოავარიაში მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანები შეეჯახა

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, — იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანები შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. დაღუპულის ვინაობა არ კონკრეტდება.

გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ ორი მგზავრი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.ამ ეტაპზე მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი თემები