06:35 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

პოლიციამ ბათუმში ბრაუნინგით შეიარაღებული პირი დააკავა — ვიდეოკადრები

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. აჭარის სამართალდამცველებმა ბათუმში 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ს. დააკავა, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

კ.ს-ს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

მთავარი თემები