თბილისში პოლიციამ ერთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული პირი ხელბორკილებით
დაკავებული პირი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკისთვის დაკავებულებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ორი ადამიანი დააკავეს, რომელთა ჩხრეკისას ამოღებულია 1,1 კილოგრამი ნარკოტიკი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, 205 შეკვრად დაფასოებული 188,432 გრამი „ბიო“ და 971,9 გრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ფხვნილის სახით) ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 260-ე მუხლით ("წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა"). ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აბები - Sputnik საქართველო
თურქეთის მოქალაქეებს ბათუმში ნარკოტიკი აღმოუჩინეს

„ბიონარკოტიკი", იგივე „სპაისი" მოსაწევი სინთეტიკური ნარევია. ის ევროპაში 2000-იან წლებში გამოჩნდა.

2014 წლიდან საქართველოს შსს-მ "ბიოსთან" ბრძოლის კამპანია დაიწყო სახელწოდებით "არა ბიონარკოტიკს". კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა და სპორტის სამინისტროები. კამპანიის მიზანია ახალგაზრდობის მაქსიმალური ინფორმირება ამ ნარკოტიკის მავნე შედეგების შესახებ.

2014 წლის 1 მაისიდან ფსიქოაქტიური ნივთიერების, ე.წ. "ბიოს" უკანონო დამზადება, წარმოება, შენახვა და გადაზიდვა სისხლის სამართლის დასჯადი დანაშაული გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0