ახალგაზრდა თელაველი მამაკაცი ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეზობლები გააღვიძა ქალის კივილმა, რომლის შვილიშვილი ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი თელავში საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინციდენტი ოთხშაბათს, გამთენიისას მოხდა. მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში დაღუპულის ბებია იმყოფებოდა, რომლის ყვირილმა გააღვიძა ისინი. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0