ბრალდებულმა 19 წლის ნათესავის მკვლელობა აღიარა

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში 19 წლის ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფოთში დააკავეს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ნათესავის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. გოგონას ცხედარი გამოჭრილი ყელით თბილისში, უზნაძის ქუჩაზე იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი მოკლულის 22 წლის ბიძაშვილი აღმოჩნდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 16 ივლისს მსხვერპლს ყელში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
სტამბულში მოკლული საქართველოს მოქალაქე გადმოასვენეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობის მეორე დღეს ფოთში დააკავეს. მკვლელობის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით "განზრახ მკვლელობა".

მასმედიის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს მისი დეიდის სახლში, რომელიც იმ მომენტში ფოთში იმყოფებოდა. ქალმა განგაში მას შემდეგ ატეხა, რაც დისშვილს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით ვერ დაუკავშირდა. მან მიმართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0