12:56 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
სიღნაღი

კახეთში მიწისძვრა მოხდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროში იყო.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. დედოფლისწყაროში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე.

მიწისქვეშა ბიძგები 22:36 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო დროს კახეთში მიწისძვრა 2017 წლის 7 ივნისს ასევე დედოფლისწყაროსთან, მისგან 25 კილომეტრში მოხდა. მისი სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო.

საქართველო სეისმურად საშუალოდ აქტიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ქვეყანაში მოხდა, რაჭის 1991 წლის 7-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელსაც 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 46 ათასი ნაგებობა დაინგრა.

მთავარი თემები