თბილისში დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელსაც ინტერპოლი 10 წლის განმავლობაში ეძებდა

© photo: Interpol / FBINTERPOL-ის ლოგოტიპი
INTERPOL-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ესპანეთში ვალუტისა და საგადასახადო შტამპების გაყალბებაშია ბრალდებული.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ინტერპოლის თბილისის ბიუროსა და საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელსაც მადრიდის ბიურო 2007 წლიდან ეძებდა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ისრაელის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს.

დაკავებულ დ. შ.-ს (დაბადებული 1974 წელს) ესპანეთის პროკურატურა ბრალს სდებს ვალუტისა და საგადასახადო შტამპების გაყალბებაში.

შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ყველა ახალი ამბავი
0