07:16 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი თურქეთში

თურქეთში მომხდარ ავარიაში დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ფეხი მოკვეთეს

© AFP/ BULENT KILIC
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
141600

ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქართული საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები დაშავდნენ. მგზავრი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობელია.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქართული საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები დაშავდნენ. მგზავრი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობელია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე იტყობინება, ამ დროისთვის კლინიკაში ოთხი დაშავებული რჩება.

„საავადმყოფოში რჩებიან ავტობუსის მძღოლი,  რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე ანსამბლის ხელმძღვანელი თავის ტვინის დაზიანებით. ერთ-ერთი მშობელი, რომელიც კიდურის დაზიანებით იმყოფება სტაციონარში. ერთ-ერთი ბავშვის დედას კი ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა“,- განაცხადა მიქელაძემ.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დაშავებულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ რეჯებ აკდაღს ტელეფონით დაუკავშირდა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით,  რეჯებ აკდაღის ოფისი უშუალოდ კურირებს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს. 

როგორც ავტობუსის მგზავრები იხსენებენ, შემთხვევა დილის 05:30 საათზე მოხდა.

ერთ-ერთი მშობლის განცხადებით ავარიის დროს ავტობუსში ყველას ეძინა. მისივე ინფორმაციით, ანსამბლი თბილისიდან ბულგარეთში მიდიოდა.

„ბულგარეთში მივდიოდით. საბაჟოდან 02:00 საათზე გამოვედით, ავარია დაახლოებით 6-ის წუთებზე მოხდა, უკვე თენდებოდა. მეძინა და რომ გამოვიღვიძე, მივხვდი ავარიაში ვიყავით მოხვედრილი. შემდეგ გავითიშე და სხვა დეტალები აღარ მახსოვს. გვეძინა ყველას, არ ვიცით, რა გახდა ავარიის მიზეზი“, — ამბობს დაშავებული მოზარდის მშობელი მაკა ბიჩინაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.

ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.

 

მთავარი თემები