ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ვენები გადაიჭრა

© photo: Sputnik / Djemal Gambashidzeხანძარი ფოთში
ხანძარი ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის ბაზარში დილით ადრე ხანძარი გაჩნდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ფოთის ბაზარში ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ვისი საქონელიც დაიწვა, ვენები გადაიჭრა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ხანძარი ფოთის ბაზარში - Sputnik საქართველო
ხანძარი ფოთის ბაზარში ლოკალიზებულია

დაზარალებულმა განაცხადა, რომ ხანძრისგან მიყენებული ზარალი დიდია. ამ წუთებში ის ფოთის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 43 წლის დაზარალებულმა თვითმკვლელობა იმ მოტივით სცადა, რომ მას ბანკში კრედიტი აქვს აღებული.

ხანძრის გაჩენის მიზეზი, რომელიც დღეს, დაახლოებით დილის 7 საათზე გაჩნდა, ჯერჯერობით უცნობია. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 150-დან დაახლოებით 70 მაღაზია დაიწვა.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ყველა ახალი ამბავი
0