ფოთის ბაზარი იწვის

© photo: Sputnik / Arpi Beglaryanხანძარი - არქივის ფოტო
ხანძარი - არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახანძრო ბრიგადები ხანძარს დილის შვიდი საათიდან ებრძვიან.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ამ წუთებში ფოთის ბაზარი ცეცხლის ალშია გახვეული. როგორც Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ხანძარი ბაზარში დილის შვიდ საათზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო მანქანა, თუმცა ხანძარი იმდენად გაძლიერდა, რომ მაშველები გამკლავებას ვერ ახერხებენ და ელოდებიან მაშველებს ახლომდებარე ქალაქებიდან.

ბაზრის ტერიტორიაზე 70-მდე მაღაზიაა განთავსებული, რომელთა მეპატრონეები თავდაპირველად ცდილობდნენ საქონლის გადარჩენას, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. 

ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის. 

ყველა ახალი ამბავი
0