13:58 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ხელბორკილები

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობისთვის დააკავეს

© Sputnik/ Сергей Венявский
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

თურქეთში საქართველოს საელჩო მზად არის ამ ქვეყანაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეები ადვოკატით უზრუნველყოს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა, მათ შორის, ერთ-ერთი ქალია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 თურქულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით.

მასმედიის ინფორმაციით, დაკავებულები ანტალიაში სახლებსა და მანქანებს ქურდავდნენ. ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო მობილური ტელეფონები, ძვირფასეულობა და კომპიუტერები. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ბოროტმოქმედების იდენტიფიცირება ვიდეოდაკვირვების კამერების საშუალებით შეძლეს.

„ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს სასამართლო — ან წინასწარ პატიმრობაში აიყვანენ ან გაათავისუფლებენ. საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ანტალიის პოლიციასთან. შემდეგ უკვე ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სასამართლოზე ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ კვალიფიციური თარჯიმნით“,  — განაცხადა თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გელა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, საელჩო მზად არის დაკავებულები ადვოკატის დაცვით უზრუნველყოს, თუმცა, მათ ამ თხოვნით საელჩოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

მთავარი თემები