აშშ-ში „კანონიერი ქურდის" შულაიას დაჯგუფების წევრებს ბრალი წაუყენეს

გამოწერა
ე.წ. კანონიერის ქურდის რაჟდენ შულაიას დაჯგუფების წევრების უმრავლესობა კავშირს ინარჩუნებდა საქართველოსთან, უკრაინასთან და რუსეთთან.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ნიუ-იორკის პროკურატურამ ბრალი წაუყენა რუსი (წარმოშობით ქართველი) „კანონიერი ქურდის" რაჟდენ შულაიას დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში „ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დაკავებული იყო ფულის გამოძალვით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებით მკვლელობებით".

„დღეს ბრალი წავუყენეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 33 წევრს და მათთან დაკავშირებულ პირებს რუსეთიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში მრავალი დანაშაულის მონაწილე არიან", — განაცხადა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუნ კიმმა.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
ბილეთი ერთი მიმართულებით: „კანონიერ ქურდს“ უკრაინიდან საქართველოში გამოაძევებენ

აქედან 27 პირს ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ისინი დაკავშირებული არიან გამომძალველობით დაკავებულ დაჯგუფებასთან, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯახაშვილი ხელმძღვანელობენ. უწყების ცნობით, შულაია ცნობილია, როგორც „ძმა" და „რომა".

ამჟამად დაჯგუფების ხუთი წევრია თავისუფალი, დანარჩენები კი პატიმრობაში რჩებიან.

ბრალდებები წაყენებულია სხვადასხვა მუხლებით: შეთქმულება შეკვეთით მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.

„შულაიას დაჯგუფების წევრების უმეტესობა ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიბადა და ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან, უკრაინასთან და რუსეთთან, კონტაქტებს ამ ქვეყნებში დაჯგუფებასთან დაკავშირებულ პირებთან და ისინი ახორციელებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული სახსრების კერძო პირებისთვის გადაცემას ამ ქვეყნებში", — აღნიშნულია დასკვნაში.

აშშ-ში შულაია ნიუ-ჯერსის შტატში ცხოვრობდა, დანარჩენი ბრალდებულები კი ნიუ-იორკის ბრუკლინის, მანჰეტენისა და ქუინსის რაიონებში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს აქ მოთამაშეთაგან დავალიანების მქონე პირებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ. ჯგუფი შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ. მათ ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0