დასავლეთ საქართველოში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

© photo: Sputnik / Ruslan Krivabokსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მატარებლის წინ რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა.

თბილისი, 28 მაისი-Sputnik. სატვირთო მატარებელმა მამაკაცი გაიტანა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანთან (გურია), საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით  იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“.

შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა, როდესაც 60 წლის მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. მომხდარის გამო სოფელ სუფსასთან მატარებელი რამდენიმე წუთით გაჩერდა.

როგორც შსს იტყობინება, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  275 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად — სარკინიგზო მიმოსვლის წესების დარღვევა, რომელმაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0