08:41 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
პოლიცია და სასწრაფო დახმარება

შსს თბოელექტროსადგურზე ინციდენტის დეტალებზე საუბრობს

© photo: Sputnik / Asaur Esayants
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
19 0 0

გარდაბნის თბოელექტროსადგურზე ელექტროგაყვანილობის შეკეთებისას დაშავებული მუშების მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის თბოელექტროსადგურის მესამე ბლოკზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია უარყო — მუშები ელექტროგაყვანილობის შეკეთებისას დაშავდნენ, უწყებაზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბოსადგურზე აფეთქების შედეგად ორი დაშავებულის შესახებ იტყობინებოდა. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

„არანაირი აფეთქება არ მომხდარა. ორმა მუშამ დამწვრობები იმ დროს მიიღეს, როდესაც ელექტროგაყვანილობის შეკეთებას ახორციელებდნენ. მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სისხლის სამართლის საქმე 170-ე მუხლით აღიძრა (უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მთავარი თემები