04:39 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
მესტია

ქვათაცვენა აფხაზეთში: გაგრის რაიონში კლდე ჩამოიშალა

© RIA Novosti. Бесик Пипия
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
2910

აფხაზეთში, გაგრის რაიონში, ცენტრალური საავტომობილო გზატკეცილის სავალ ნაწილზე დაახლოებით 60 კვადრატული მეტრის ფართობზე კლდე ჩამოიშალა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გაგრის რაიონში კლდის ჩამონგრევას ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა, რომელიც ლეტალურად დასრულდა, აცხადებენ ხუთშაბათს ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები.

სოფელ ჩიღრიფში ოთხშაბათს, საღამოს საავტომობილო გზატკეცილის მე-17 კილომეტრზე, სავალ ნაწილზე დაახლოებით 60 კვადრატული მეტრის ფართობზე კლდე ჩამოინგრა. ჩამონგრევამ Mercedes-ისა და "გაზელის" მარკის სატვირთო ავტომანქანის შეჯახება გამოიწვია. დაიღუპა "გაზელის" მძღოლი, ადიღეის მკვიდრი.

სპეციალისტების განცხადებით, ტრასის ამ მონაკვეთზე კლდის ჩამოშლა შეიძლება განმეორდეს.

მთავარი თემები