09:01 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ხელბორკილები

საქართველოში გიულენთან კავშირში ბრალდებული დააკავეს

© AP Photo/ Eric Risberg
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთშაბათს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქას საექსტრადიციო პატიმრობის საკითხს გადაწყვეტს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი დირექტორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში თურქეთის თხოვნით დააკავეს, სადაც ის ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული, განუცხადა  „Sputnik-საქართველოს" დაკავებულის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო თურქეთის მოქალაქის, ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო დაკავების საკითხს განიხილავს. ის ოთხშაბათ დილას დააკავეს.

თურქეთში ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

 „საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ დემირელის სკოლაში უნდა გასხვისებულიყო წილი ერთი პიროვნებიდან მეორეზე. საუბარია ამერიკაში დაფუძნებულ კომპანიაზე. ამ გასხვისებას კი ხელს უწყობდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი და ეს ქმედება მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობად, მაგრამ რატომ — გაუგებარია", — განაცხადა ბარათაშვილმა.

საქართველოს კანონმდებლობით, საექსტრადიციო დაკავება ცხრა თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დაკავებულის იმ ქვეყნისთვის გადაცემის საკითხი, რომლის მოქალაქეც ის არის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს.

თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აშშ-ისგან მის გადაცემას მოითხოვს. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

მთავარი თემები