ორი ჩვილის გარდაცვალება: მიმდინარეობს გამოძიება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვები, რომელთა მიყვანაც რუსთავის საავადმყოფომდე ვერ მოასწრეს, ერთი საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
ორგანოების გადანერგვა თბილისში: დაკავებულია კლინიკის დირექტორი

სამშაბათს, გამთენიისას ორი გოგონა გარდაიცვალა. ერთი მათგანი ერთი თვისაც არ იყო, ხოლო მეორე — ოდნავ უფროსი.

ბავშვები ერთი საათის ინტერვალით მიიყვანეს რუსთავის საავადმყოფოში, მაგრამ ისინი უკვე გარდაცვლილი იყვნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით", რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0