შსს-მ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით „მაკაროვის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნასამართლევი ორი პირი — 1965 წელს დაბადებული გ.კ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვალუტა - Sputnik საქართველო
ყალბი ფულის დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით შეიძინეს ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლების ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში გაასაღეს. აღნიშნული ქმედებით ჯიხურის მოლარე-ოპერატორს 1305 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით „მაკაროვის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

ყველა ახალი ამბავი
0