20:47 27 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
დაკავება

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

CC BY-SA 2.0 / FLICKR / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Car
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
1001

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული 0,2588 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჯ.მ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული 0,2588 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მთავარი თემები