13:48 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
112–ის სამსახური

თბილისში მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - იგი მაშველებმა გადაარჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
58331

მაშველებმა მოზარდის ჩამოყვანა ამწის საშუალებით შეძლეს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე, თოკებზე დაეცა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, მაშველებმა მოზარდის ჩამოყვანა ამწეკრანის საშუალებით უვნებლად შეძლეს.

თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ისე საპატრულო ეკიპაჟი.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

მთავარი თემები