ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაღუპულია ხუთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის შემოვლით გზაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

112 - Sputnik საქართველო
თბილისში მშენებარე კორპუსის 9-ე სართულიდან მუშა გადმოვარდა

მასმედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შვიდი თვის ორსული ქალია.

„ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს. მიმდინარეობს გამოძიება“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,  რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0