შსს-მ 168 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

© photo: Sputnik / Ilya Pitalevდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ა.კ. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik.  შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ა.კ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში 46 კილოგრამი ნარკოტიკი დაწვეს

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 168 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ა.კ. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

 

ყველა ახალი ამბავი
0