პოლიციის ავტომობილი რვა მეტრი სიმაღლიდან ეზოში გადავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, საბურთალოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ეზოში დაყენებულ ავტომობილს დაეცა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ფანასკერტელის ქუჩაზე რვა მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაჩერებულ მანქანას დაეცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი პარასკევს, გამთენიისას მოხდა. ავტომობილი, რომელსაც შსს-ს ბალანსზე მყოფი მანქანა დაეცა, ძლიერ დაზიანდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი ეზოს თავზე გადის გზა, რომელსაც დამცავი ჯებირები არა აქვს და ეს ავტომობილის გადმოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0