საქართველოს საელჩომ საფრანგეთში ცხელი ხაზი გახსნა

© REUTERS / Christian Hartmannპოლიცია ელისეს მინდვრებზე სროლის შემდეგ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
პოლიცია ელისეს მინდვრებზე სროლის შემდეგ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საჭიროებისამებრ, საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაკავშირებას შეძლებენ.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს საელჩომ საფრანგეთში, პარიზის ცენტრში სროლის შემდეგ, თავისი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი გახსნა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პარიზის ცენტრში სროლის შედეგები - Sputnik საქართველო
სროლა პარიზში

ელისეს მინდვრებზე ხუთშაბათ საღამოს სროლა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი, ორი დაიჭრა. ასევე დაიჭრა შემთხვევით გამვლელი ქალი. თავდამსხმელი ლიკვიდაცია საპასუხო სროლისას ადგილზე მოხდა, მასმედიაში ცნობები მეორე თავდამსხმელის შესახებ ჯერჯერობით არ დასტურდება. პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა თავდამსხმელს ტერორისტის კვალიფიკაცია მისცა.

"პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89", — აღნიშნულია განცხადებაში.

პარიზში მომხდარ სროლაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ".

ყველა ახალი ამბავი
0