19:21 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
პარიზის ცენტრში სროლის შედეგები

სროლა პარიზში

© Sputnik/ Ирина Калашникова
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
2101

პარიზში ელისეს მინდვრებზე სროლას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს, ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. პარიზის ცენტრში პოლიციელზე შეიარაღებული თავდასხმა, წინასწარი მონაცემებით, ტერორისტული ხასიათის იყო, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ამასთან, ოლანდმა აღნიშნა, რომ საბოლოო დასკვნა გამოძიებამ უნდა გამოიტანოს. პრეზიდენტი ტელევიზიით პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ოპერატიული თათბირის შემდეგ გამოვიდა.

პარასკევს დილი საფრანგეთის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მოწვევას აპირებს.

ელისეს მინდვრებზე ხუთშაბათ საღამოს სროლა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი, ორი დაიჭრა. ასევე დაიჭრა შემთხვევით გამვლელი ქალი. თავდამსხმელი ლიკვიდაცია საპასუხო სროლისას ადგილზე მოხდა, მასმედიაში ცნობები მეორე თავდამსხმელის შესახებ ჯერჯერობით არ დასტურდება.

BFM TV-მ უფრო ადრე განაცხადა, რომ საუბარია 39 წლის რეციდივისტზე, რომელიც პატიმრობაში პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმისთვის იმყოფებოდა, ასევე ის თავს დაესხა პენიტენციური დაწესებულების მცველს.

გარდა ამისა, ანონიმურმა წყარომ პოლიციაში განაცხადა, რომ ლიკვიდირებული პოლიციელი ექსტრემისტების ბაზაში იყო შეყვანილი, როგორც უსაფრთხოებისთვის საშიში პირი.

პარიზის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგები
© Sputnik/ ირინა კალაშნიკოვა
პარიზის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგები

მამაკაცი პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში ცხოვრობდა, განაცხადა სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით.

პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა თავდამსხმელს ტერორისტის კვალიფიკაცია მისცა.

"დღეს საღამოს, 20:50 საათზე შეიარაღებულმა ადამიანმა ესროლა პოლიციელებს, ერთი მოკლა და ორი დაჭრა, ასევე დაჭრა გავლელი… ტერორისტი ლიკვიდირებული იყო საპასუხო სროლით", — განაცხადა მოლენსმა.

პარიზში მომხდარ სროლაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ", იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სროლის გამო პარასკევს დაგეგმილი მგზავრობა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გააუქმეს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა მარინ ლე პენმა და ფრანსუა ფიიონმა. არჩევნების პირველი ტური დანიშნულია 23 აპრილს, მეორე კი — 7 მაისს.

მთავარი თემები