00:44 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
არჩვი

საქართველოში წითელ წიგნში შეტანილი ცხოველი მოკლეს

© photo: Sputnik / Соловьев
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
19002

დასავლეთ საქართველოში ბრაკონიერებმა ძროხისებრთა ოჯახის ჩლიქოსანი ცხოველი - არჩვი მოკლეს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცულ სახეობაზე — არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, არჩვი (Rupicapra rupicapra) მამუკა ვაჭრაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში რეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა. ის მეგობართან — ანდრო გელენიძესთან ერთად იმყოფებოდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერებს სანადირო თოფები ჩამოართვეს.

გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 30 ათასი ლარი შეადგინა.

საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამიტომ საქართველოს შსს-ს შესაბამის სამმართველოს გადაეცა.

საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალური ნადირობა აკრძალულია. ნადირობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ სანადირო მეურნეობებში, რომლებისთვისაც ლიცენზიას გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს.

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ან ფრინველებზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მთავარი თემები