მაროკოს მოქალაქეები საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობდნენ

© FB / Border policeსასაზღვრო პოლიცია
სასაზღვრო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაროკოს მოქალაქეების მცდელობა, სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით შემოსულიყვნენ საქართველოში, მათი დაკავებით დასრულდა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველო-თურქეთის საზღვრის მახლობლად სოფელ კირნათთან მაროკოს სამეფოს სამი მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული ა.ჯ., 1983 წელს დაბადებული მ.ზ. და 1994 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

საქართველო-თურქეთს საზღვარი - Sputnik საქართველო
ოთხი უცხოელი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

წლის დასაწყისიდან საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გამო დაკავების ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა. ამ მიზეზით დააკავეს სამი საქართველოს, ოთხი ნიგერიის და ერთი განას მოქალაქეები. 

ყველა ახალი ამბავი
0