00:24 23 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
საზანძრო მანქანა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაიწვა

© Sputnik/ Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
4012

ხანძარი ორშაბათს გამთენიისას გაჩნდა და 1600 კვ.მ. ფართობი დაიწვა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ბათუმში ორშაბათს გამთენიისას ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა, თუმცა დაზარალდნენ ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები, იტყოინება ტელეკომპანია Rustavi2.

ხანძრის შედეგად სწორედ კორპუსის სახურავი დაიწვა დაახლოებით 1600 კვადრატული მეტრის ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო — სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

მათ ორი საათი დაჭირდათ ხანძრის ლიკვიდირებისთვის. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მისი თქმით, ზარალს მერია და სპეციალური კომისია დაადგენს, რის შემდეგაც გადაწყდება დაზრალებულთა დახმარების საკითხი.

მთავარი თემები