ბათუმში ავტომობილის დაჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი ექსპერტიზის ჩატარებამდე თავისუფალია.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომობილმა 50 წლის მამაკაცი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
დიდი ავტოავარია თბილისში: 26 წლის გოგონას დაღუპვაში დამნაშავე დაკავებულია

პოლიციის მონაცემებით, შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დაკავებული არ არის, რადგან აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა მან გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0