10 000 დოლარიანი თაღლითობა: საქართველოში ეჭვმიტანილები დააკავეს

გამოწერა
თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ეჭვმიტანილი პირები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ სხვა მოქალაქისგან 10000 დოლარი მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ მიიღეს.

თბილისი, 16 მარტი —Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს–ი) სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს, რომლებსაც 10000 დოლარის ოდენობით თაღლითობის მცდელობა ედება ბრალად, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ბ, მერაბ ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ვითომდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

ბექა ბ. და მერაბ ბ.-მ მოქალაქეს თაღლითურად,  წინასწარ გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0