შსს-მ მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© Sputnik / Levan Avlabreliპატრულის მანქანა
პატრულის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


ყველა ახალი ამბავი
0