ხანძარი საკრებულოს სახურავზე: აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს სახურავზე ხანძართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურება“.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თბილისის საკრებულოს სახურავზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით. 

ორშაბათს, დილით საკრებულოს სახურავი აალდა. ადგილზე ცხრა სახანძრო ეკიპაჟი გავიდა, რომლებმაც ერთ საათში შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. საერთო ჯამში დაიწვა სახურავის 20–30 კვადრატული მეტრი. არავინ დაზარალებულა. 

სახანძრო სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
ხანძარი თბილისის საკრებულოს სახურავზე ლოკალიზებულია

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურება“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე. 

ყველა ახალი ამბავი
0