ხანძარი თბილისის საკრებულოს სახურავზე ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Alexander imedashviliსახანძრო სამსახურის თანამშრომლები
სახანძრო სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარმა საკრებულოს სახურავის 20-30 კვადრატული მეტრი მოიცვა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის საკრებულოს სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ცეცხლი საკვამლე მილში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო ბრიგადა.

„სულ იწვოდა სახურავის 20-30 კვადრატული მეტრი. შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. ადგილზე მუშაობს ცხრა სახანძრო მანქანა. არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია“, — განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ანა ფილაურმა.

ყველა ახალი ამბავი
0