11:15 29 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
ეჭვმიტანილის დაკავება

საქართველოში „სტაჟიანი“ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

© Flickr / Keith Allison
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
10010

მრავალჯერ ნასამართლევ „კანონიერ ქურდს“ 10 წლამდე პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არაერთხელ ნასამართლევი 56 წლის „კანონიერი ქურდი“ დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„კანონიერი ქურდი“ მაშინ დააკავეს, როდესაც ის თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა. ის ქურდულმა სამყარომ 1981 წელს „აკურთხა“.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა“, რაც ჯარიმით ან უჯარიმოდ 7-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ორგანიზებულ დანაშაულთან და, კერძოდ, „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა.

2005 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი“. მაშინ ქურდული სამყაროს წევრობა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯებოდა, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ პატიმრობა ხუთიდან ათ წლამდე ემუქრებოდათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

შემდეგ სასჯელი გაამკაცრეს — ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯება, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ პატიმრობა შვიდიდან ათ წლამდე ემუქრებათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

მთავარი თემები