შსს-მ გორში განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური. 

საპატრულო პოლიციის ავტომობილები - Sputnik საქართველო
გორში მამაკაცი მოკლეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში 1963 წელს დაბადებულ გ.მ.-ს პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

ყველა ახალი ამბავი
0