06:39 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საპატრულო ეკიპაჟი

თბილისში მომხდარი სროლის შედეგად ინტერპოლის თანამშრომელი არ დაშავებულა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
6901

თბილისში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, ინტერპოლის ქართული ბიუროს თანამშრომელი როსტომ ლორთქიფანიძე არ დაშავებულა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ინტერპოლის ქართული ბიუროს თანამშრომელს როსტომ ლორთქიფანიძეს თბილისში, ვაკის რაიონში ნამდვილად ესროლეს, თუმცა ის არ არის დაჭრილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

ინტერპოლის თანამშრომლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა. მათი მტკიცებით, BMW X5 მარკის ავტომობილს, რომელშიც ინტერპოლის თანამშრომელი იმყოფებოდა, უცხო პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

„თბილისში, შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 თებერვალს, ღამის საათებში საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა“, — აღნიშნეს პროკურატურაში.

სროლის შედეგად ერთმა ადამიანმა ჭრილობები მიიღო. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია, დაჭრილი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო თუ თავდამსხმელი.

საქმეზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით, რაც გულისხმობს „განზრახ მკვლელობის მცდელობასა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“ და სასჯელის ფორმად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი თემები