ბათუმში გოგონა აივნიდან გადმოვარდა

გამოწერა
ექიმების ძალისხმევის მიუხედავად გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ბათუმში 20 წლის გოგონა გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მანსარდიდან გადმოვარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

უბედური შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა. ადგილზე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა მივიდა, რომელმაც გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსები რამდენიმე საათის განმავლობაში მას ოპერაციას უტარებდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გოგონა აივნიდან შეყვარებულთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადმოხტა.

მომხდარის ნამდვილ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0