შსს-მ პოლიციური კონტროლისას 80-მდე სისხლის სამართლის დანაშაული გამოავლინა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საპოლიციო შემოწმება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარეს.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ორდღიანი საპოლიციო კონტროლის პერიოდში სამართალდამცველებმა 78 სისხლის სამართლის დანაშაული გამოავლინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

საპოლიციო შემოწმების შედეგად, რომელიც 14-15 თებერვალს გაიმართა, შსს-ს თანამშრომლებმა 5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

საპატრულო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
მასმედია: თბილისის ცენტრში ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრეს

სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის — 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

საპოლიციო შემოწმების დროს დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 21 ფაქტი, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 23 ფაქტი, ასევე გამოვლენილი იქნა სხვისი ნივთის დაზიანების (1 შემთხვევა), ძალადობისა (1 შემთხვევა) და ოჯახში ძალადობის (1 შემთხვევა) ფაქტები.

სამართალდამცველებმა ასევე გამოავლინეს ქურდობის 8 ფაქტი და დააკავეს 3 ძებნილი პირი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ამ პერიოდში გამოვლინდა ცივი იარაღის ტარების 22 ფაქტი, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 18 ფაქტი, წვრილმანი ხულიგნობის 2 ფაქტი და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის 19 ფაქტი.

საქართველოში საპოლიციო კონტროლი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით რეგულარულად ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0