06:38 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საპატრულო ეკიპაჟი

მასმედია: თბილისის ცენტრში ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
6001

თბილისის ცენტრში ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც ინტერპოლის თანამშრომელი იმყოფებოდა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელი თბილისის ცენტრში, შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „პირველი რადიო“.

სროლა გასულ ღამეს მოხდა. უცნობმა პირებმა BMW X5 მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილში ინტერპოლის თანამშრომელი იჯდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს.

საქმეს პროკურატურა იძიებს. ოფიციალური კომენტარები მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.

მთავარი თემები